თელავში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ

თელავში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი თქმით, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ, შეთავაზებული ალტერნატიული ფართი კი მათთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილების თქმით, ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, თუმცა მერია ხალხმრავალ ადგილზე ვაჭრობის უფლებას არ აძლევს.

„სადაც ვაჭრობის ნება დაგვრთეს, იქ ხალხი არ დადის. ჩვენ კიდევ სხვადასხვა ქალაქებიდან მოვედით, რომ ორი თეთრი ვიშოვოთ, სახლში შვილები გველოდებიან", - განაცხადა ირმა გვენეტაძემ.

აქციის მონაწილეებს მერიაში უპასუხეს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან ბერძენაშვილმა განაცხადა, რომ მერიის მიერ გარემოვაჭრეობის შესახებ მიღებულია დადგენილება და შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე აკრძალვას კანონიერების ფარგლებში ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო