გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, ბოდბეში „ევროპული საქართველოს“ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში „ევროპული საქართველოს" წევრს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბესიკ ლაზარიაშვილს ღამით ქუჩაში უცნობი პირები დაესხნენ თავს და პარტიის დატოვება მოსთხოვეს.

„მას სთხოვდნენ პოლიტიკური აქტივობების შეწყვეტას. მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა", - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

სიღნაღის პოლიციაში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ბესიკ ლაზარიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო