დიმიტრი პესკოვი - რუსეთი აშშ-ში არც ერთ არჩევნებში არ ჩარეულა და არც ერევა

რუსეთი საზღვარგარეთ, მათ შორის აშშ-ში არც ერთ არჩევნებში არ ჩარეულა და არც ერევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„მიუხედავად იმ ფობიებისა, რომელიც აშშ-ში არსებობს, რუსეთი არ ჩარეულა, არ ერევა და მომავალშიც არ აპირებს ჩარევას საზღვარგარეთ, მათ შორის აშშ-ში საარჩევნო პროცესებში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს ვაშინგტონთან დიალოგს არსებული პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ამის პერსპექტივები ჯერ არ შეინიშნება.

„დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, რა თქმა უნდა, რაიმე პერსპექტივები ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არ შეინიშნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიალოგისკენ არ მივისწრაფით, ვინაიდან ჩვენს წინაშე ბევრი პრობლემაა, რომელიც რუსეთ-ამერიკის დიალოგს მოითხოვს“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა