ზუგდიდში 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს

ზუგდიდში 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. აქციის მონაწილეებს ხელში შემდეგი შინაარსის პლაკატები ეჭირათ: „გვახსოვს შვიდი ნოემბერი“, „არა ნაცებს“, „არა ძალადობას“.

შეკრებილებს შორის იყვნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ბიზნესმენი გოჩა ფიფია და ახალგაზრდები.

მერაბ ქვარაიას თქმით, 7 ნოემბერი იყო იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ეძღვნება ძალიან მძიმე დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 7 ნოემბერი იყო დღე, როდესაც ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ ხალხზე, ეს იყო დრო, როდესაც საბოლოოდ გაიყარა ხელისუფლების და ხალხის გზები, რომელიც დამთავრდა ხელისუფლების გაშვებით 2012 წელს. ეს დღე ახსოვს ხალხს და ემახსოვრება დიდხანს. ის ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და იძალადა საკუთარ ხალხზე, ხელისუფლებაში ვერ მობრუნდება“, - აღნიშნა ქვარაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა