ცესკო-ში პარტიების მიერ საფინანსო ანგარიშების წარდგენის ვადა ხვალ, 18.00 საათზე იწურება

წარდგენის ვადა ხვალ, 18.00 საათზე იწურება.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ცენტრალურ საარჩევნო კომიასიაში განუცხადეს,; დღეს, 18.00 საათამდე საფინანსო ანგარიშები მხოლოდ იმ პარტიებმა უნდა წარმოადინონ, რომლებმაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისას ხუთ პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საფინანსო ანგარიში მხოლოდ ~ნაციონალურმა ~მოძრაობამ წარადგინა~. მათი დანახარჯი საარჩევნო კამპანიის წარმოებისას 13 მლნ ლარს აღწევს.

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს, საფინანსო ანგარიშის წარსადგენად, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ერთთვიანი ვადა ეძლევათ.

იმ შემთხვევაში, თუ ბარიერგადალახული სუბიექტები დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საფინანსო ანგარიშებს, მაშინ მათ საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტში შესვლა აეკრძალებათ და სასამართლოს გადაწყვეტილებით,; ვერც შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.;

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია