„ქართული ოცნების" სიღნაღის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი „ევროპული საქართველოს“ წევრის ცემაზე ინფორმაციას გამოგონილს უწოდებს

„ევროპული საქართველოს" წევრის ბესიკ ლაზარიაშვილის ცემის ფაქტს მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ.

„ქართული ოცნების" სიღნაღის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი ოპოზიციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ივანე მირიანაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიციონერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის ნაცემი არ არის და პარტიის წევრებმა ფაქტი გამოიგონეს.

„ინციდენტის შესახებ დღეს გავიგეთ. თუმცა, როგორც მითხრეს, ის ნაცემი არ არის. ჩემი ინფორმაციით, ის იყო ნასვამი. საპატრულო რომ მივიდა, ადგილზე არაფერი არ ხდებოდა. არც გარეგნულად ეტყობა რაიმე ძალადობის ფაქტი. ცემა და ჩხუბი „ნაციონალების“ გამოგონილია. ახლა მას ექსპერტიზა უტარდება, ვნახავთ რა იქნება“, -განაცხადა მირიანაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, მათ მხარდამჭერს გუშინ ღამე დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პარტიის ინფორმაციით, მას პარტიის დატოვებას სთხოვდნენ. „ევროპული საქართველო“ მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება