ძარცვაში ეჭვმიტანილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მძარცველის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული საქმეზე დღეს წინასასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს.

ბრალდებულის ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, სასამართლოს ყოფილი პოლიციელის პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლომ დღეს ისევ თავი შეიკავა პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილებისგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაცვას სუსტი პოზიცია აქვს. დაცვა ამ საქმეს მოიგებს, რადგან ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და ის მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. დღეს დავაყენე გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ საკითხი, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა. წარვადგინეთ წერილობითი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და მოწმეების ჩვენებები“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვა 2018 წლის 21 ნოემბერს ჩაინიშნა, სადაც მხარეები მტიცებულებებს გამოიკვლევენ.

შეგახსენებთ, 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეს პროკურატურა თავიდან 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებდა, თუმცა დაკავებულს ბრალი 116-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა