ბესიკ ლაზარიაშვილის ინფორმაციით, ქუჩაში სამი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა და პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტას სთხოვდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მომხდარი ინციდენტის შესახებ დაზარალებული ბესიკ ლაზარიაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს.

"ევროპული საქართველოს" წევრი ლაზარიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ჰყვება, რომ ქუჩაში სამი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა და პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტას სთხოვდა. მისივე თქმით, თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველოს" გურჯაანის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბესიკ ლაზარიაშვილმა ასევე განმარტა, რომ მას დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.

ბრიფინგზე განცხადება "ევროპული საქართველოდან" პარლამენტის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმაც გააკეთა. ის სამართალდამცველებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა