ქუთაისში, ახლად გახსნილ თეთრ ხიდზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ

ქუთაისში, ახლად გახსნილ თეთრ ხიდზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ. ფილებზე დატანილი ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული.

შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „პირველად შემრცხვა ასე ძალიან, მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი, სხვები აღარც წამიკითხავს. ეს სიტყვები, რომელსაც, თქვენ ახლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" და ეკუთვნის ტერენტი გრანელს“, - წერს აკაკი მამრიკიშვილი და შესაბამის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

შეცდომას საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა მერიის კულტურის განყოფილების უფროსი თამთა თურმანიძემ. ის მადლობას უხდის აკაკი მამრიკიშვილს და ტექნიკური შეცდომის გამოსწორების პირობას დებს.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ფრაზებს ასეთი ყურადღებით ახალი თაობა კითხულობს და განსაკუთრებული მადლობა აკაკი მამრიკიშვილს ამ აღმოჩენისთვის! რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერენტი გრანელის ფრაზაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან იპარება ხოლმე ყოვლად გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეცდომები, რომლებისგანაც არავინ არის დაზღვეული, რისთვისაც მე პირადად გიხდით ბოდიშს! საბედნიეროდ, ამ შეცდომის გამოსწორება ნამდვილად არ არის ძნელი და მალევე აღმოიფხვრება. კიდევ ერთხელ მადლობა!",-წერს თამთა თურმანიძე.

ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ხიდის საფარი შეიცვალა, შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა