თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბაღის ტერიტორიაზე თანამედროვე გარე განათებისა და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რაც ვიზიტორებისთვის ბაღში მომსახურების და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მათი ინფრომაციით, ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებით წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ.

„მიმდინარე წელს, ფონდის მხარდაჭერით მოეწყო ორი ახალი ავტოსადგომი და მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ვიზიტორთა ცენტრში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პირობა, რომელიც დღეს თანამედროვე დამთვალიერებელს სჭირდება: მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, ელექტომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე, სალარო და სხვა.

თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ იმ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს.

ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელს ბაღის შემოსავალი 63 % -ით არის გაზრდილი. აღნიშნული პროექტები ახალი სერვისების შექმნასა და ვიზიტორების კმაყოფილებას მოემსახურება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს