Reuters - ტაჯიკეთში ციხეში ბუნტის დროს 13 პატიმარი დაიღუპა

ტაჯიკეთში, ერთ-ერთ ციხეში ბუნტის დროს სულ მცირე 13 პატიმარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ტაჯიკეთის უსაფრთხოების ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბუნტი გუშინ საღამოს ქალაქ ხუჯანდაში მდებარე ციხეში მოხდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ციხეში მომხდარი ბუნტის ფაქტი დაადასტურა, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაცია მომხდარზე არ გაუსაჯაროვებია.

თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა დაცვის წევრის განიარაღება შეძლო და სროლა დაიწყო. შედეგად ციხეში შტურმი დაიწყო, რის შედეგადაც 13 პატიმარი მოკლეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ