„ნაცმოძრაობის“ წევრი - ამ დღეებში გავიგეთ, რომ ქუთაისის ყოფილი მერი „ქართული ოცნების" შტაბს ძველი გვარდიის სახით დაუბრუნდა

ამ დღეებში გავიგეთ, რომ ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია „ქართული ოცნების" შტაბს ძველი გვარდიის სახით დაუბრუნდა, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოქმედი და ყოფილი მერები, რომლებსაც ერთმანეთში პრობლემები აქვთ, საარჩევნოდ გაერთიანდნენ. მან ასევე მურღულიას და ჭიღვარიას მერობის დროს დაშვებული შეცდომებიც გაიხსენა.

„ამ დღეებში გავიგეთ, რომ წინა მერი შოთა მურღულია დაუბრუნდა "ქართული ოცნების" შტაბს ძველი გვარდიის სახით და მინდა ვთქვა, ეს არის არა ძველი, არამედ კრიმინალური გვარდია. მურღულიას საქმენი საგმირონი კარგად გვახსოვს პირველ რიგში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც 2015 წელს დაიწყო და დაუსრულებელია. მეტიც, პროკურატურაშია საქმე აღძრული ამის თაობაზე, ასევე სოციალური საცხოვრისი, რომლის მშენებლობაზეც 4 მილიონი დაიხარჯა და რომელიც დანგრევის პირასაა. ასე რომ ძველი და ახალი კრიმინალები წარმოგვიდგნენ "ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის შტაბში. რაც შეეხება ახლანდელ მერს გიორგი ჭიღვარიას, კარგად ვხედავთ, მის ნამოღვაწარს, დაწყებული „თეთრი ხიდიდან", რომელზეც ლექსიც ვერ დაწერეს, ამას წინათ იაკობ და ნიკო ნიკოლაძეები აერიათ. დღევანდელი მერი არის სრული უწიგნური და წარმოდგენა არ აქვს ქუთაისის ისტორიაზე. ჭიღვარია-მურღულია ტანდემში იმუშავებენ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და ეს ორი კრიმინალი ასე ვთქვათ, გაერთიანდა, რომლებიც აქამდე გადაკიდებული იყვნენ ერთმანეთზე და პრობლემებიც ჰქონდათ. თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილს უყვარს თქმა, მან დაალაგა ეს ყველაფერი და გააერთიანა ორი პერსონა და მათ შტაბს ქუთაისში ლილუაშვილთან და სხვა ყაჩაღებთან ერთად მიხედავენ“, -განაცხადა გია უკლებამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო