„საპარტნიორო ფონდსა“ და „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდსა“ და „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ოფიციალურ დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ და „საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორმა აკაკი ხელაძემ მოაწერეს.

მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას, სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამეცნიერო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.

„საპარტნიორო ფონდი“ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლას ფონდსა და მის შვილობილ კომპანიებში სთავაზობს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, სტაჟირების პროგრამის პირობების გათვალისწინებით, ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შანსს აძლევს. „საპარტნიორო ფონდი“ მზად არის, სტუდენტებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში მხარი დაუჭიროს. ფონდი მიესალმება ხარისხიანი განათლების მიზნით, სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობას და მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. დღეს ქვეყანაში ერთი მხრივ, სამუშაო ადგილების, მეორე მხრივ კი - პროფესიონალი კადრების დეფიციტია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, მოტივირებულ, წარჩინებულ სტუდენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და კვალიფიკაციის ამაღლებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.

ცნობისთვის, სტუდენტების შერჩევა და მათი სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმ პერიოდისთვის მიმდინარე პროექტებში მონაწილე ინდივიდებისა და ინსტიტუციების საჭიროებების გათვალისწინებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა