აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები კონფერენციას დაესწრნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრნენ.

როგოც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენცია სახელწოდებით - „ჩვენ პროფესიონალები ვართ“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების წარმოჩენას, ასევე პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონის ხელისუფლების, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - Pearson Education Limited-ის, კერძო სექტორის, ნავსადგურების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, საზღვაო აკადემიაში, პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, ახალი საგანმანათელბლო პროგრამების უკეთ გაცნობის მიზნით, „ღია კარის“ დღე გაიმართება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს