თორნიკე რიჟვაძე – პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში, კონფერენციას -„ჩვენ პროფესიონალები ვართ“, უმასპინძლა.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, კონფერენციის დახურვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა. კონფერენცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, ფარგლებში გაიმართა.

აჭარის მთავრობის განცხადებით, 16 მილიონიანი პროექტი „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მიერაა დაფინანსებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება. პროექტის მიზანია განავითაროს და აამაღლოს პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში ინდუსტრიისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების შესაბამისად.

აჭარაში ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის შესაძლებლობების შესწავლა მოხდა და სამომავლო სტრატეგია განისაზღვრა, რაც პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას შეუწყობს ხელს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველო-ამერიკის წარმატებულ თანამშრომლობას.

„მილენიუმის დაფინანსებით, ბათუმის საზღვაო აკადემიაში განხორციელდა პროექტი, რომელიც ჩვენს სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას მისცემს. პროფესიული განათლება ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კონფერენციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა