სერგეი ლავროვი - არგენტინაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არსებობს

დღეის მდგომარეობით, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ შეთანხმება არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა არგენტინაში დიდი ოცეულის G-20-ის ფარგლებშია დაგეგმილი.

„არგენტინაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შესახებ შეთანხმება არსებობს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. მოსკოვმა და ვაშინგტონმა ეს დაადასტურეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმების ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ ”დიდი ოცეულის“ შეხვედრა ბუენოს-აირესში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია