ტყიბულში, მინდელის შახტში ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ჩავიდა

ტყიბულში, მინდელის შახტში ქართველი და გერმანელი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან შახტში არსებულ მდგომარეობას.

ექსპერტებთან ერთად იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა მას შემდეგ გახდება ცნობილი.

„ყველაფერი იქნება მიწოდებული დოკუმენტალურად, არის ელექტრონული ვერსიებიც. ეს ჯგუფი ძალიან დახვეწილია და მსოფლიოში პირველი თუ არა მეორე მაინც არის. ვფიქრობ, კომპეტენტურ და სწორ შედეგებს დადებენ. სახელმწიფომ მოიწვია ეს ჯგუფი. მათ მუშა პროცესში 5 კვირა დასჭირდებათ, ამის მერე დაიდება დასკვნები და შემდეგ მოხდება მუშაობის განახლება“,- განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა