დავით ბაქრაძე - ლარის კურსთან ერთად, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია დღეს და ქვეყანას არ ჰყავს პატრონი

ლარის კურსთან ერთად ფაქტობრივად მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია დღეს და ქვეყანას არ ჰყავს პატრონი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად აქციზის განახევრებას სთავაზობს.

„ლარის კურსთან ერთად, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია დღეს და ქვეყანას არ ჰყავს პატრონი - ხელისუფლება, რომელიც რამეს გააკეთებდა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ვთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯს, პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ. აქციზი გააორმაგა „ქართულმა ოცნებამ“ და კვირიკაშვილის მთავრობამ 1 წლის წინ, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, დაუბრუნდეს აქციზი ძველ ნიშნულს, განახევრდეს, რაც მინიმუმ 20-25 თეთრით მყისიერად გააიაფებს ბენზინს. ეს იქნება ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, მომავალ კვირაშივე განვიხილოთ ჩვენი კანონპროექტი, გავანახევროთ აქციზი, ამით 25 თეთრით შევამციროთ ბენზინის ფასი და ოდნავ მაინც დავეხმაროთ მოსახლეობას მათი პრობლემების მოგვარებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: ლარის კურსთან ერთად ფაქტობრივად მთელი ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია დღეს - დავით ბაქრაძე

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში