ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს სტუდენტების დარბევის ფაქტის გამოძიება მოითხოვეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს, სტუდენტების დარბევის ფაქტის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე 11 წლის წინ განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები აჩვენეს, სადაც სასწავლებელში სპეცრაზმის შეჭრა იყო ასახული.

უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და ყველა პირი დაკითხულია. მერაბ ხალვაში მომხდარს უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღედ აფასებს.

„8 ნოემბერს დილით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, სააკაშვილის ბრძანებით, უნივერსიტეტში სპეცდანიშნულების რაზმი ხელკეტებითა და მხუთავი აირით აუდიტორიებში სტუდენტებს გაუსწორდა. საქმე ამ საკითხთან დაკავშირებით აღძრულია, თუმცა პასუხისგებაში არავინ მიცემულა. დანაშაულის გამოძიება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა. შესაბამისი შედეგი მალე უნდა დადგეს",- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ცოტნე ანანიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ