ბათუმში მოძრაობა "გაბრაზებული ბათუმელების" პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში მოძრაობა "გაბრაზებული ბათუმელების" პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის წევრები საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატები არიან. შეკრებილების განცხადებით, მიუხედავად პრეტენზიებისა, წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებენ და მიაჩნიათ, რომ ძალადობრივი მმართველობის დაბრუნება არ უნდა მოხდეს.

„ჩვენ გაბრაზებული ვართ ხელისუფლებაზე, არა იმიტომ, რომ ლარის კურსი დაეცა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა. ჩვენ ვერ დავუშვებთ ძალადობრივი წარსულის დაბრუნებას. 18 ნოემბერს მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელების" მასშტაბური შეხვედრა გაიმართება",- განაცხადა ორგანიზაციის წევრმა მამული ჟღენტმა.

მოძრაობის წევრები არიან პარლამენტის ყოფილი დეპუტატები: თემურ მეგრელიშვილი, როსტომ ჯაფარიძე, მამული ჟღენტი და სხვები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა