„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის პროექტის - Digital Mind პრეზენტაცია გაიმართა

“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ 16 წლის გიორგი ჩახნაშვილის პროექტის - “ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი ინსტრუმენტი ქართველ სტარტაპერებსა და მეწარმეებს” პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში” დაწყებული პროექტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირებას უკავშირდება, ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან ახლა უკვე ქართველი სტარტაპერებისთვის და დამწყები მეწარმეებისთვის, ცოდნის მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დროის მინიმალური დანახარჯით გახდება შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად, 16 წლის მოსწავლის, გიორგი ჩახნაშვილის მიერ შექმნილი პროგრამა Digital Mind, რომელიც ალგორითმზეა დაფუძნებული, მოცულობით ინფორმაციას აანალიზებს და მათ შორის, ლოგიკურად, ყველაზე შესაბამის პასუხს არჩევს.

ამასთან, Digital Mind-ის ავტორის თქმით, პროგრამას პერსონალური AI ასისტენტის ინსტრუმენტი დაემატა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, თავად შესძინოს ხელოვნურ ინტელექტს ცოდნა, ასწავლოს პროგრამას მისთვის საინტერესო ინფორმაცია და შეამციროს დრო, რომელიც სჭირდება წიგნის/სტატიის/კვლევის წასაკითხად და ვიდეოს საყურებლად.

“ჩვენს პროდუქტს აქვს ლოგიკური ძიების უნარი, რომლითაც დასმულ შეკითხვაზე ყველაზე აკურატული პასუხის მიღება შეუძლია და მისი ნაპოვნი ტექსტები მცირე მოცულობისაა. მომხმარებლებს არ დასჭირდებათ, რომ ინფორმაცია თვითონ მოიძიონ, ვიდეო ნახონ და ამაში ბევრი დრო დახარჯონ. მნიშვნელოვანია, რომ Digital Mind-ს ჩვეულებრივად დასმული შეკითხვის აღქმა უფრო შეუძლია, ვიდრე ცალკეული საძიებო სიტყვებით. მაგალითად, შეგვიძლია, დავუსვათ ისეთი სპეციფიკური შეკითხვები, როგორიც არის “როგორ შევქმნათ ბიზნეს მოდელი, რა იქნებოდა ამისთვის ყველაზე კარგი გზა?” შეკითხვის დასმის შემდეგ იმ ინფორმაციას, რაც კონკრეტულ ვიდეოშია, მოიძიებს და დასმულ შეკითხვებზე რაც შეიძლება სწრაფად უპასუხებს. ამ პროგრამას ჩვენ მალე ისეთ რაღაცასაც ჩავაშენებთ, რომ მომხმარებელს ვიდეოს ატვირთვა თვითონ შეეძლოს, რასაც ჩვენი პროგრამა წამებში გაანალიზებს და საჭირო ინფორმაციას სწრაფად მიაწვდის”,- აღნიშნა გიორგი ჩახნაშვილმა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მეწარმეობის, ინოვაციების და სტარტაპის განვითარების მოდელების შესწავლას მომხმარებელი ახალი პლატფორმის გამოყენებით მალე შეძლებს. პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” სპეციალისტები, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ განმარტა, ამ ეტაპზე Digital Mind მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამაა, თუმცა მალე მუშაობა ქართული ვერსიის შექმნაზეც დაიწყება.

“ეს პროდუქტი პროფესორებს არ ჩაანაცვლებს. თავად სტუდენტებს ეს პროდუქტი დაეხმარებათ, რომ იმ უზარმაზარი ინფორმაციიდან, რაც დღეს არსებობს, მოიძიონ რაც კონკრეტულად აინტერესებთ. ეს პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს, გაიმარტივოს, მაგალითად, კვლევის მომზადების პროცესი, ამავე დროს ის ლექტორებისთვისაც საინტერესოა. Digital Mind-ი, შესაძლებელია, დამწყებმა ბიზნესმენებმაც გამოიყენონ, იმიტომ რომ დამწყებ ბიზნესმენსაც სჭირდება ბევრი ინფორმაციის გაანალიზება, ამ პროდუქტის გამოყენებით კი აღნიშნული მასალების მოძიების პროცესს გაიმარტივებს და დროს დაზოგავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის შემდეგი ფაზა ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა, თუმცა ქართულ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა ფაქტობრივად, თავიდან დასაწყებია. ქართული პროგრამის შექმნით გაიზრდება Digital Mind-ის მომხმარებელთა რაოდენობა, ეს იქნება ძალიან დიდი პროექტი და ჩვენ ამ კონცეფციაზე მუშაობას ვიწყებთ”,- განმარტა ანდრო რურუამ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის დახურული წარდგენა “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში” გაიმართა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა