ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე - ეს გამოწვეულია აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და ტყუილი განცხადებებით ძირითადად ოპოზიციის მხრიდან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ვარდნას ოპონენტების განცხადებებს უკავშირებს. როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, "რაც ხდება ლართან დაკავშირებით, 100%-ით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოთი რაც დღეს არის შექმნილი“.

„ეს გამოწვეულია იმ აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით ძირითადად ოპოზიციის მხრიდან. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ. რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში