გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გურჯაანში მოხდა. ქალს მსუბუქი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადასვლას ცდილობდა. შედეგად ქვეითად მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა