თურქული კომპანიის „ფოლადიოლის" ხელმძღვანელობას თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ

თურქული კომპანიის "ფოლადიოლის" ხელმძღვანელობას თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.
პროტესტის ნიშნად ისინი ხელვაჩაურში აქციას მართავენ.
შეკრებილების თქმით, კომპანია ბათუმის შემოვლით გზის მშენებლობას, ხელვაჩაურის მონაკვეთზე ახორციელებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 20-მდე თანამშრომელი გაუსაძლის პირობებში მუშაობს. მათივე მტკიცებით, 9 საათის ნაცვლად 14 საათი უწევთ მუშაობა, ანაზღაურება კი მინიმალური აქვთ. აქციის მონაწილეები ადგილობრივ მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
რაც შეეხება კომპანიას, ისინი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

























