ევროკავშირის ელჩი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიხილოთ კარგი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას ასახავს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიხილოთ კარგი არჩევნები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას ასახავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ჩემი დასკვნა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ის იყო, რომ ერთი მხრივ, ეს არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, რაც თავისთავად პოზიტიურია და ვიმედოვნებ, რომ ამ სულისკვეთებას მეორე ტურშიც ვიხილავთ. რაც შეეხება სიძულვილის ენის შემთხვევებს, ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ვიმედოვნებ, რომ ეს მეორე ტურის ნაწილი არ გახდება. ასევე არაერთხელ განვაცხადე, რომ არჩევნების პირველ ტურში ყურადღება ძირითადად უფრო ნეგატივზე იყო გამახვილებული, ვიდრე რეალური მესიჯების წარმოდგენაზე. ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურში კანდიდატების მხრიდან უფრო მეტი აქცენტი იქნება გაკეთებული მათ ხედვებზე, რათა ამომრჩევლებმა შესძლონ სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიას, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიხილოთ კარგი არჩევნები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას ასახავს“, - განაცხადა ელჩმა.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად