დავით გაბაიძე - ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ღონისძიება, რომელიც ქართულ ენას, მის დიალექტოლოგიურ მრავალფეროვნებას ეძღვნება

"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ღონისძიება, რომელიც ქართულ ენას, მის დიალექტოლოგიურ მრავალფეროვნებას ეძღვნება. განსაკუთრებით ღირებულია კვლევები, რომლებიც საქართველოს საზღვრის მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების დიალექტს ეძღვნება" ,- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილ 38-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დავით გაბაიძემ სამეცნიერო სესიის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის, გულითადი მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფორუმი ოთხ სექციად ორი დღის განმავლობაში იმუშავებს.

საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტისა და უმაღლესი სასწავლებლების 50-ზე მეტი მეცნიერი დიალექტოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებზე იმსჯელებს. დიალექტოლოგიური სესია პირველად 1960 წელს გაიმართა, 1980 წლიდან კი ის ყოველწლიურად ტარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა