სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატსა და მოქალაქეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ „ძიძგილაობას“ ჰქონდა ადგილი

სამტრედიის საკრებულოში მოქალაქესა და დეპუტატს შორის დაპირისპირებას საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ადგილი ჰქონდა „ძიძგილაობას“.

„ეს ქალბატონი იყო ჩემთან მოსული, ვისაუბრეთ და შემდეგ თქვა, რომ ბადრი შენგელიასაც გაესაუბრებოდა. საუბარი კამათში გადაიზარდა. ასე, რომ ვთქვა ძიძგილაობას ჰქონდა ადგილი, მე მათ ვაშველებდი და როგორ მივცემდი ცემის უფლებას. ეს ადამიანები ერთ სოფელში ცხოვრობენ და ერთმანეთთან წლებია რაღაც ოჯახური კონფლიქტი აქვთ. დაპირისპირების დროს მე ვიყავი გამყოფი ზოლი მათ შორის და ვცდილობდი, მდგომარეობის განმუხტვას“, - განაცხადა ნუგზარ ჯამბურიამ.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. ამ დრომდე დაკითხული არ არის თავად ბადრი შენგელია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ მასსა და მაია ქორიძეს შორის სიტყვიერი შეკამათება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

„სამსახური არ აქვს და ალბათ, გაბრაზებულია ხელისუფლებაზე. ამაზე ვიკამათეთ. ახლოს არ მივკარებივარ და არც შევხებივარ“, - განაცხადა ბადრი შენგელიამ.

არსებული ინფორმაციით, ღანირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი შენგელია მაია ქორიძეს ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა