12 წლის ბავშვის დედის ინფორმაციით, მამაკაცმა მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება მეორედ განახორციელა

ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა და მომხდარის შემდეგ ერთი კვირაა სკოლაში არ წასულა,- ამის შესახებ ბათუმში 12 წლის მოზარდის დედამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მოზარდის დედა 55 წლის მამაკაცს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა, შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. დედის თქმით, ბავშვი ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს.

„ბავშვი სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მიუახლოვდა და გარყვნილი ქმედება განახორციელა. ბავშვმა თავი ცუდად იგრძნო და ავტობუსში მყოფებს დახმარება სთხოვა. მოძალადისგან თავის დასაღწევად, უცნობი მამაკაცი გათავისუფლებაში დაეხმარა და მოძალადეს უთხრა, რომ ავტობუსიდან ჩასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც უარი განუცხადა. ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა. ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია სკოლაში არ დადის. მომხდარის გამო, დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციას ვთხოვეთ, შემდეგ კი სამართალდამცავებს მივმართეთ. ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე ვართ ჩაწერილი, ბავშვი ერთი კვირაა სკოლაში არ დადის. მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორიც ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ იგივე მამაკაცისგან მსგავსი ქმედება ჩემი შვილის მიმართ მეორედ ისევ ავტობუსში განხორციელდა. მამაკაცი ვერ ამოვიცანი, რადგან არასდროს მინახავს",- განაცხადა მოზარდის დედამ.

ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა