სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე „მეგობრობის ხიდი“ აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა და სომხეთის სატრანსპორტო პროექტების განმახორციელებელი ორგანზაციის წარმომადგენლებმა ვაზგენ პეტროსიანმა და არტურ სანოიანმა სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობის საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის პროექტირება-მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ამ დროისთვის, ახალი ხიდის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.

„ერთობილივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე - სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს - კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი - საქართველო.

შეხვედრაზე, ირაკლი ქარსელაძემ სომხურ მხარეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საგზო ინფრასტრუქტურული პროექტების შესასხებ ინფორმაცია მიაწოდა და რთულ რელიეფსა და კლიმატურ პირობებში გზების მშენებლობის დაგეგმვასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა.

ქართული და სომხური მხარეები სამომავლოდ, ერთობლივი პროექტის მიმდინარეობისას მჭიდრო თანამშრომლობასა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა