აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. მან მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელ პირებთან და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ივანე ლეკიშვილთან ერთად დაათვალიერა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება.

როგორც აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. „ჩვენ უკვე 10 თვის მონაცემებით მოვემსახურეთ 512 ათას მგზავრს. საგულისხმოა, რომ აქედან 52% უცხოეთის მოქალაქე გახლავთ, ისინი ტურისტული მიზნებით შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკური ეფექტი ქვეყნისთვის, რომელიც სპეციალური სტანდარტით იანგარიშება, უკვე 110 მილიონს გადასცდა. ამიტომ დაგეგმილია ამ აეროპორტის გაფართოება, ცხადია, ახალი რეისებიც შესრულდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც ვითარდება. მისი ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის აეროპორტში მიმდინარე ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს.

დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახლებული, გაცილებით დიდი, თანამედროვე ტიპის, კომფორტული აეროპორტით ისარგებლონ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ