სოფელ ჭანიეთში სკოლის ახალი შენობა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით, თანამედროვე ტექნიკით, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიით, აქვს ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აქვს სპეციალური ლიფტი, პანდუსი, შესაბამისი სველი წერტილები. სკოლის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 507 000 ლარით დაფინანსდა.

„სოფელ ჭანიეთის სკოლის ძველი შენობა ამორტიზირებული იყო და მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ბავშვები დროებით ალტერნატიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდნენ. რთულ პირობებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობამ სკოლიდან მოსწავლეთა მასიური გადინება გამოიწვია, მაგრამ ახალი, თანამედროვე ტიპის სკოლის მშენებლობამ სოფლიდან ქალაქში გადაყვანილი მოსწავლეების უკან დაბრუნებას შეუწყო ხელი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით 48 ახალი სკოლა აშენდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო