ქართული პრესის მიმოხილვა 10.11.2018

მამუკა არეშიძე - “პორტირებული ნაცები “ოცნებას” საბოტაჟს უწყობენ”

გიორგი კეპულაძე - “როცა ხელისუფლება ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებს, სისუსტის აღიარებაა”

* * *

მამუკა არეშიძე - “პორტირებული ნაცები “ოცნებას” საბოტაჟს უწყობენ”

“ბევრი მიზეზია “ოცნებას” რის გამოც გაუჭირდა, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. თუმცა მთავარი მაინც დანაპირების არშესრულებაა და აქედან ორს გამოვყოფდი - სამართლიანობის არაღდგენა და ეკონომიკის არგანვითარება. ამ შედეგზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნაციონალური მოძრაობის სწორად წარმართულმა საარჩევნო კამპანიამ, მათმა შავმა პიარმაც. შენ რომ ხარ მასთან დაპირისპირებული ძალა, რაღაც მეთოდოლოგია მათგანაც უნდა ისწავლო, თუ ხედავ, რომ ეს ეფექტურია...”, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე: “პორტირებული ნაცები “ოცნებას” საბოტაჟს უწყობენ”.

“გარდა ამისა, იმდენი ხალხია პორტირებული ნაციონალური მოძრაობიდან “ქართულ ოცნებაში”, რომ რაღაცა კი უნდა მოეტანათ... სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის ან პოლიტიკური ნების არქონის გამო გამო არ ხდება ვერშესრულება დაპირებების, - არამედ იმის გამო, რომ ეს საბოტაჟია მათი მხრიდან, რომლებიც არიან პორტირებული ნაციონალური მოძრაობიდან. ორგანიზებულ საბოტაჟს ვხედავ, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა არჩევნების დროს. მე შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე რაიონი, რომლის ხელმძღვანელი არის პორტირებული ნაციონალური მოძრაობიდან, ხელმძღვანელობაში მყოფი პირები და ვიცი, რომ მათ მიიღეს შესაბამისი გაფრთხილება, თუ მხარს არ დაუჭერდნენ ნაციონალურ მოძრაობას ან არ გაჩერდებოდნენ მაინც, მათ წინააღმდეგ კომპტრომატები გამოქვეყნდებოდა. ამიტომ მათ გაჩერება არჩიეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “ისევ მუშაობს ეს მეთოდი მათ წევრებზე?” - პასუხობს:

“რასაკვირველია, მუშაობს და მუშაობს ძალიან ეფექტურად. არის რაიონი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატიც, გამგებელიც და მერიც პორტირებული ნაცებია. ამის შედეგად კი დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა. თან ძალიან საინტერესოა ის, რომ გვერდით რაიონებში სხვანაირი შედეგი დაიდო არჩევნებისა და ამ კონკრეტულ რაიონში პირწმინდად წააგო “ქართულმა ოცნებამ”.

“ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი, ვინ რას წარმოადგენს. მათი ფაფხური, რომ ქულები დაიწერონ, უკვე არ გავა. არ გავა არც საბნის გადაქაჩვის მცდელობა. უბრალოდ, შედეგი იქნება არა ისეთი სასურველი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილს უნდა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ისეთი რესურსი არსებობს საზოგადოებაში, რომ შესაძლებელი იყო, ეს გამარჯვება ყოფილიყო უპირობო. ახლა კი ვხედავთ, რომ მაინც მიდის უსიამოვნო ფაქტები. ერთი კვირაა საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთ რაიონში 9 200 ადამიანია მიწერილი სიებზე. ეს არის ნაციონალების გაკეთებული სიები თავის დროზე და არაფრით მოხერხდა ამ სიის გასწორება. ეს იმიტომ არ ხერხდება, რომ არ უნდათ კონკრეტული რაიონის საარჩევნო შტაბის წევრებს, იმიტომ, რომ ისინი პორტირებული არიან და მავანის საქმეს აკეთებენ”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

გიორგი კეპულაძე - “როცა ხელისუფლება ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებს, სისუსტის აღიარებაა”

“ზოგადად, როცა მმართველი ძალა, რომელიც 6 წელია ხელისუფლებაშია და ლარის გაუფასურებას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს აბრალებს, რომელიც ჯერ პრეზიდენტიც არ არის, მაშინ როცა ყველა ბერკეტი შენს ხელშია - ეს გარდა იმისა, რომ სასაცილოა და იუმორისტულადაც უნდა შევხედოთ, იმასაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავის სისუსტეს აღიარებს, რომ ლარის კურსზე ზემოქმედება შეუძლიათ ექსპერტებს, ოპოზიციას და ა.შ. - გამოდის, რომ ისინი წყვეტენ ბევრ რამეს ამ ქვეყანაში...” - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გიორგი კეპულაძე: “როცა ხელისუფლება ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებს, სისუსტის აღიარებაა” / “ლარზე პოლიტიკური განცხადებები გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ მთავარი მიზეზი ეკონომიკური პოლიტიკაა”.

“ჩვენ გვჭირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და მოლოდინების სწორი მართვა - სხვანაირად წარმოუდგენელია, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილური იყოს. სტაბილურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - რა თქმა უნდა ეკონომიკურ ფაქტორებზე - როგორი იქნება ჩვენი სავაჭრო ბალანსი, საგადასახადო ბალანსი, ექსპორტი, იმპორტი, რამდენი იქნება ტურისტი, რამდენი იქნება ინვესტიცია და ასევე იმაზე, რამდენად სწორად და გეგმურად დახარჯავს მთავრობა ბიუჯეტს. საქართველორიში ლარის კურსზე განსაკუთრებით მოლოდინები და პოლიტიკური სიტუაციები მოქმედებს მნიშვნელოვნად. იმედი მაქვს პოლიტიკური პარტიები მოახერხებენ, რომ პესიმისტური და აპოკალიფსური მოლოდინები არ შექმნან. ამიტომ “ქართულ ოცნებაში” კარგად უნდა დაფიქრდნენ, მით უმეტეს, მაშინ, როცა სამოქალაქო ომზე საუბრობენ - საუბრობენ სხვის როლზე, ოღონდ საკუთარ თავს არ დააბრალონ.... განტევების ვაცს ყოველთვის ადვილად პოულობენ - გვეხსოვს გიორგი ქადაგიძისთვის ლარის გაიფასურების გადაბრალების მცდელობა - 2 წელია ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღარ არის და ეროვნულ ბანკს აღარავინ აბრალებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და სწორსაც აკეთებენ, თუმცა, ახლა სჭირდებათ ახალი განტევების ვაცი.”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კეპულაძე.

“ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ავხსნათ ეკონომიკური პრობლემები და მერე ეს ვიღაცას დავაბრალოთ, ეს არის მცდარი. მთავარი მიზეზი იმის, რომ ლარი სტაბილური არ არის, ეს არის ეკონომიკური პოლიტიკა. პოლიტიკოსების განცხადებებმაც (განსაკუთრებით გედევან ფოფხაძის) მოახდინა გავლენა, მაგრამ ეს მალე გაივლის, მაგრამ ბაზარმა რეაგირება მოახდინა. ყველა მიხვდა, რომამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ დაიწყება. მით უმეტეს, თუ ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ან რატომ უნდა დაიწყოს. ეს იყო ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება პოლიტიკოსის მხრიდან. ამ მოლოდინმა გადაიარა და აჟიოტაჟი ჩაცხრა - ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რა ნიშნულზეც უნდა იყოს მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალიწინებით თუ რამე დამატებით არ მოხდა”, - დაასკვნის კეპულაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა