ბათუმში, ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე მდებარე რესტორნიდან თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. უწყებამ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

























