გიორგი ვაშაძე - „ოცნებამ“ სააკაშვილის წინააღმდეგ „ფეიკ“ ნიუსების ახალი ტალღა დაიწყო, უნდათ, ზურაბიშვილი როგორმე „გააპრავონ“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომზე საუბრობს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ მაშინ გაკეთებული განცხადება ახლა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება, სინამდვილეში კი ქვეყნის ყოფილი პირველი პირი, საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აეცილებინა საქართველოს საომარი მოქმედებები.

„უკვე მეორე დღეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ფეიკ“ ნიუსების ახალი ტალღის ტირაჟირება დაიწყო. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მთელი განცხადება არის პირიქით, იმაზე, როგორ ცდილობდა „ქართული მხარე თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები, როგორ მუშაობდა დიპლომატიური არხებით, როგორ მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორ მუშაობდა ადგილზე წარმოდგენილ სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან, რომ თავიდან აეცილებინა საქართველოს პირდაპირი საომარი მოქმედებები და თავიდან ბოლომდე, კონკრეტული ფაქტები არის წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი, გარდა იმ ქმედებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარემ. მაგრამ, ახლა, ამ ვიდეოდან, ამოგლეჯილია სამი სიტყვა, შუაში აქვთ სიტყვა გაჭრილი და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს „ქართული ოცნება“. ამ ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც საგანგებო რეჟიმშია გადასული. ხალხი ბნელი არ არის და კარგად მოისმენს ვინ რას ამბობს. ვთხოვ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სოციალურ ქსელებში არის ეს ვიდეო და ყველამ მოისმინეთ. შეაფასეთ, ამ ადამიანების არაადეკვატური, მათი „ფეიკ“ ტვინების მიერ შექმნილი „ფეისკ“ ნიუსები, რომელსაც ისინი აკეთებენ და რითაც უნდათ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. რატომ აკეთენ ამ ყველაფერს?! იმიტომ, რომ უნდათ, საკუთარი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საგულდაგულოდ ჰყავთ გადამალული, რამენაირად „გააპრავონ“ ამ სიტუციაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადება რუსეთს ჰააგის სასამართლოში სარჩელზე აქვს დართული, რაც ზურაბიშვილის მხრიდან „სამშობლოს ღალატია“.

„დღეს, ამ ქალბატონს სურს, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომლის სიტყვებიც შენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ არის გამოყენებული ჩვენი მტრის მიერ. შეიძლება, ეს დავუშვათ?! ნუთუ არ ვხედავთ, რა არჩევანია? ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი, რომლსაც უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული თავის სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომლის განცხადებებიც ჰააგის სასამართლოში წარდგენილია და მეორე მხრივ, არის გრიგოლ ვაშაძე, რომლის მუშაობის შედეგად საქართველომ შეძლო და მართლაც ისტორიული ბრძოლა მოიგო საგარეო ასპარეზზე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღაიარების პოლიტიკის სახით.

არჩევანი ცხადზე ცხადია, რაც არ უნდა „აფეიკოთ“ ეს ნიუსები, რაც არ უნდა ატყუოთ ადამიანები და რაც არ უნდა არაადეკვატურ ქმედებებში გადახვიდეთ, მილიონმა ადამიანმა ამას უარი უთხრა და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი ეტყვის უარს. კიდევ უფრო გამაღიზიანებელია თქვენი ეს ცრუ და არასწრორი ინფორმაციები. არჩევანი მარტივია- ვირჩევთ მოღალატეს, თუ ვირჩევთ ადამიანს, რომლესაც უყვარს თავისი სამშობლო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მინაწერით: "აი ვიდეოც, რომელიც ივანიშვილის პროპაგანდამ მოჭრა და თავისი ღალატის გადასაფარად გაავრცელა". ვიდეოჩანაწერი ასახავს მიხეილ სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა