მაია ცქიტიშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან და აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სამუშაოების დასრულება 2019 წლის თებერვალში იგეგმება, რის შედეგადაც ქალაქ აბაშისა და 9 სოფლის წყალმომარაგება გაუმჯობესდება. პროექტს 12 მილონი ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

„ქალაქ აბაშასა და მიმდებარე სოფლებს სასმელი წყალი წლებია აზბესტის ამორტიზებული მილებით მიეწოდება. სისტემის სიძველის გამო ხშირია დაზიანებები და წყალმომარაგების შეფერხებით მიწოდება. პროექტის ფარგლებში, არსებული 15 კმ. სიგრძის აზბესტის მაგისტრალური ხაზი შეიცვლება პოლიეთილენის ახალი მილსადენებით. სამუშაოების დასრულების შედეგად, ქალაქისა და ცხრა სოფლის 4 000-მდე მცხოვრები ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლის გაზაფხულიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული წყლის ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აბაშაში ასევე მიმდინარეობს ცენტრალური პარკის აღდგენა-მოწყობისა და სასწრაფო სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები.

„2019 წლისთვის ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული 14 მილიონამდე ლარის პროექტების განხორციელება აბაშის მუნიციპალიტეტში, ვგეგმავთ ახალი სკოლის და 6 ახალი ბაღის მშენებლობას. ასევე, რა თქმა უნდა, ათობით კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას და სხვა სახის ინფრასტრუქტურის გამართვას, როგორიცაა ამბულატორიები, კულტურული და სპორტული დანიშნულების ობიექტები“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა