მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკოლა რამდენიმე კვირაში შევა ექსპლუატაციაში.

„ბოლო წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის სტანდარტი მნიშვნელოვანად გაზარდა და ევროპულს გაუთანაბრდა, შესაბამისად, ნაბეგერავოს სკოლაც ევროპულ ხარისხს შეესაბამება.

თანამედროვე, ვიტრაჟული სკოლის შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას აქვს აკუსტიკური ჭერი, ვინილის იატაკი, რომელიც მდგრადია და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უცვლელ ვიზუალს ინარჩუნებს. სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელის ანალოგიც რეგიონში არ არის. დარბაზი 100 მაყურებელზეა გათვლილი და შესაძლებელია ხელბურთის, ფრენბურთის კალათბურთისა და ფეხბურთის რეგიონალური ჩემპიონატების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სკოლა აღიჭურვება ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ნაგებერავოს სკოლის მშენებლობით სოფლის მოსახლეობის ყველაზე დიდი სურვილი ასრულდა.

„სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან არასტანდარტულ ხის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლების განმავლობაში არასდროს განხორციელებულა. მოშლილი სასკოლო ინფრასტრუქტურა მოსწავლეების ახლომდებარე საჯარო სკოლებში გადინებას იწვევდა. ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი, ნაბეგერავოს სკოლის მოსწავლეები თავიანთ სოფელში დაბრუნებიან და ახალ, ევროპული ხარისხის მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა