ქუთაისში 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ფორუმი მიმდინარეობს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსები და ქალაქის მერის მოადგილეები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოადგილეებმა იუზა უგულავამ და ნინო თვალთვაძემ ფორუმის მონაწილეებს ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნეს და მათ ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.

„მოსახლეობის ფორუმის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგი უზრუნველყოს. აღნიშნული აქტივობის მიზანია ქუთაისის მოსახლეობას საშუალება მიეცეს, ქალაქში არსებული პრობლემები გამოავლინონ და მათი გადაჭრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეძლონ,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

2018 წლის ფორუმის განმავლობაში ქუთაისის მოსახლეობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნება სამი მიმართულებით იმუშაოს: ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროექტები, ახალგაზრდული პროექტები, კულტურა, სპორტი.

,,დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო უზრუნველყოფილიყო მოსახლეობის ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში. ამიტომ წარვადგინეთ ძირითადი პარამეტრები, თუ რა თანხის დახარჯვას ვაპირებთ პრიორიტეტების მიხედვით. ჯერი იყო მოქალაქეებზე, მოეწოდებინათ მათთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც იცით, პრიორიტეტების დოკუმენტით ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ძირითადად განსაზღვრა 2 მთავარი მიმართულება: ინფრასტრუქტურა და სოციალური. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული საკითხები, ისევე როგორც ინფრასტრუქტურა და სოციალური ღიად იყოს ასახული. რაც ყველაზე მთავარია ამ პროცესში, მოქალაქეების ინიციატივები ბიუჯეტში განსაზღვრული უნდა იყოს", -განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სექციის ფასილიტატორების მიერ პროექტების წარდგენის შემდეგ, მოსახლეობას დაურიგდება 3 ფერის სტიკერი და თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს მისთვის სასურველ მხოლოდ ერთ პროექტს თითო სექციაში. ის ინიციატივები, რომლებიც დააგროვებენ ხმათა უმრავლესობას, გადაეცემა მრჩეველთა საბჭოს შემდგომი დამუშავებისათვის და წარედგინება მერს რეკომენდაციის სახით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს