„მწვანე სივრცე ყველა ეზოში’’- ბათუმის უბნებისთვის ახალი ინიციატივა ხორციელდება

ახალი ინიციატივის - „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და გამწვანების სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან დავით დიასამიძესთან ერთად დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სკვერების მოწყობას და გამწვანებით ღონისძიებეში მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს.

„თამარის დასახლებაში მწვანე სივრცისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე თორნიკე რიჟვაძემ და ლაშა კომახიძემ ხე-მცენარეები ბავშვებთან ერთად დარგეს. თითოეული ნერგი სახელობითი იქნება, რაც პროექტისადმი ინტერესს მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით ზრდის. ამ ეტაპზე თამარის დასახლებაში დაირგო 100-მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ახალი ინიციატივა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან მწვანე სივრცების მოწყობაში თანამონაწილეობა. პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. ასეთი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევუქმნათ ჩვენს შვილებს უკეთესი გარემო, მწვანე ქალაქი “,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლიდან ახალი მწვანე სივრცეების მოსაწყობად 3000-ზე მეტი ნერგია გათვალიწინებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა