სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთში განახლებული რეისით პირველი მგზავრები გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენა განაახლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვერტმფრენმა სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში, სოფელ ომალოში, საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მათ ტრანსპორტირებასა და ტვირთის გადაზიდვაში დაეხმარება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ომალოში საავტომობილო გზა ნახევარი წლის განმავლობაში ჩაკეტილია და სოფელში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის დახმარებით არის შესაძლებელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო