სოფელ ქვათახევში 10 ჰა ფართობზე ტყე იწვის

კასპის რაიონში, სოფელ ქვათახევში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰა ფართობი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. მათივე ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა. ადგილზე მუშაობს 25 მეხანძრე-მაშველი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს