სოფელ კარწახში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ კარწახში ხანძარი ლიკვიდირებულია

ახალქალაქში, სოფელ კარწახში, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს იყო გაჩენილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 15 ჰექტარ ფართობზე ხმელი ბალახი.