თორნიკე რიჟვაძე  - ციტრუსის რეალიზაციის პროცესს პირადად გავაკონტროლებ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსხურიდან აცნობეს, მათ ასევე დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და ციტრუსის რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები ფერმერებთან ერთად განიხილეს და შეაჯამეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ციტრუსის მოსავლის რეალიზაცია 3-ჯერ გაზრდილია.

„სეზონის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით, თითოეულ ოჯახს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოლოდინები ბოლომდე გამართლდეს. პირადად გავაკონტროლებ ციტრუსის დაბინავების პროცესს, რათა მოსავალი სრულყოფილად იყოს რეალიზებული. ჩვენი ამოცანაა, პროცესის წარმატებული მართვა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომლის ძირითადი მიზანია, მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. შტაბში მუშაობს ცხელი ხაზიც (1501), სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, 25 ნოემბრიდან არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა დაიწყება. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.

მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია (უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უნგრეთი და პოლონეთი) 240 ტონა სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 3- ჯერ მეტია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა