სოფელ ჭუბერში, ნენსკრაზე წყლის დონის და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა

სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ადგილზე გაეცნო სოფელ ჭუბერში, მდ. ნენსკრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამონტაჟებულ ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მზომ მოწყობილობების სამუშაო პროცესს.

აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მონაცემები მდინარე ნენსკრაზე წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ.

უხვი ატმოსფერული ნალექების და მდინარეში წყლის დონის ექსტრემალურად მაღალი მატების შემთხვევაში მომზადდება გაფრთხილებები სტიქიური მოვლენის შესაძლებლობის შესახებ, მიღებული ინფორმაცია კი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს ეცნობება.

ახლად დამონტაჟებული მოწყობილობები ხელს შეუწყობს მდინარე ნენსკრას აუზში სტიქიური მოვლენით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ჭუბერში გავნითარებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ, მიმდინარეობდა მოწყობილობების განთავსებისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა და კვლევები მდინარე ნენსკრას ხეობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა