მურმან დუმბაძე - ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა აჭარაში 110 358 კვ.მ მიწის ნაკვეთები შეიძინეს

მურმან დუმბაძე - ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა აჭარაში 110 358 კვ.მ  მიწის ნაკვეთები შეიძინეს

ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში ვალდებულებები ვერ შეასრულა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ექვსი წლის განმავლობაში აჭარაში 110 358 კვ.მ მიწის ნაკვეთები შეიძინეს. მურმან დუმბაძის თქმით, მიწის ნაკვეთების შეძენა მინიმალურ ფასად მოხდა.

„ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012 წლიდან დღემდე აჭარაში შეიძინეს 110 358 კვ.მ მიწის ნაკვეთები. მახინჯაურში ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორია და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები, ჩაქვში, უმაღლეს საბჭოს მიმდებარე ტერიტორიები, უმაღლეს საბჭოს ასასვლელთან ზღვისპირას მიწის ნაკვეთები. ციხისძირთან მიწის ნაკევეთები, მახინჯაურში ბოტანიკურის ბაღის შესასვლელთან მიწის ნაკვეთები",- განაცხადა დუმბაძემ.