ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლში დაუდასტურეს, რომ იქ სუს-ის უფროსი ნამდვილად იმყოფებოდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. როგორც ელგუჯა ბაგრატიონმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას აჭარის მთავრობის სახლში დაუდასტურეს, რომ იქ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტან გომელაური ნამდვილად იმყოფებოდა. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, სუს-ის უფროსთან შეკითხვები ჰქონდა, თუმცა აჭარის მთავრობის სახლში შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შევხვდი, რომელმაც დაადასტურა მთავრობის სახლში ვახტანგ გომელაურის ყოფნა. სამწუხაროდ, არ მომეცა კაბინეტში შესვლის უფლება და კითხვების დასმა. მთავრობის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობენ. თორნიკე რიჟვაძე არის ფორმალურად დასმული თანამდებობაზე. თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის შენობა ფარცხალაძის სარდაფი ჰგონია და მე არ მომეცა კითხვის დასმის უფლება",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ ვახტანგ გომელაური აჭარაში იმყოფება და რეგიონის პირველ პირებთან არჩევნებთან დაკავშირებით, უსაფრთხოებსა და რეგიონში მიმდინარე საკითხებზე საუბრობენ.

„ელგუჯა ბაგრატიონს შევხვდით, რომელსაც აჭარის რეგიონთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა. განვიხილავთ და შესაბამისი რეაგირება გვექნება. უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, როცა უნდა მაშინ ჩამოვა აჭარაში, ეს პირველად არ ხდება. ჩვენ მისი ვიზიტი არ დაგვიმალავს. ელგუჯა ბაგრატიონი გომელაურთან შეხვედრას ითხოვდა და შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა