ხარაგაულში, საქასრიის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი.
ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები.