დაბა გერგეტში 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გერგეტში წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, შესრულებული სამუშაოების შედეგად, დაბა გერგეტში მცხოვრებ 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდა და მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს სტაბილურად მიიღებს.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებს მუშაობა საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში უხდებოდათ. სამუშაოები ითვალისწინებდა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენისა და წყლის შემკრები რეზერვუარის მოწყობას.

დაბა გერგეტის მოსახლეობას წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, მაგრამ უხვი ნალექის დროს წყალი ხშირად იმღვრეოდა, ღია შენაკადებით მიედინებოდა და მოსახლეობისთვის წყლის შეფერხებით მიწოდებას იწვევდა. აღნიშნული პრობლემა ჩატარებული სამუშაოებით აღმოიფხვრა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს