აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ ინფრასტრუქტურის მინისტრს  ანგარიში ჩააბარა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასრულებული და მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში ჩააბარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მინისტრი მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნო აბაშაში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 740 367 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და მომავალი წლის თებერვალში დასრულდება.

ასევე, მათ დაათვალიერეს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" ოფისის მშენებლობა და სამიქაო-მაიდნის ტერიტორიაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ლევან მაკალათიას განცხადებით, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტში 4 000-მდე მცხოვრები ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლის გაზაფხულიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა