გიორგი შენგელია დასახლების საერთო კრებას დაესწრო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრება გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, კრებები დღეს ჭითაწყარის, ცაცხვისა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა, სადაც განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

დასახლების საერთო კრებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელიაც ესწრებოდა, რომელიც მოსახლეობას გაესაუბრა, მათი საჭიროებები მოისმინა და პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.

,,შეხვედრების მიზანი მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა, პრიორიტეტების დასახვა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაა, რომლის მოგვარებაც ეტაპობრივადაა შესაძლებელი. პრობლემების გადაჭრაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც დაგვეხმარება, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება. ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, რათა ერთობლივი ძალებით არაერთი კარგი საქმე გავაკეთოთ“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ჭითაწყარში მოსახლეობამ პრიორიტეტად საბავშვო ბაღისა და სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და კოსტავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის განხორციელება დაასახელა. ცაიშში სოფლის ცენტრის მოწყობა, წყალმომარაგების საკითხის მოგვარება და საგარდაოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია პრიორიტეტად დასახელდა.

წყალმომარაგების პროექტი უკვე არსებობს, რომელიც ლეპეტერეს წყლის ბაზაზეა შექმნილი და წყლის პრობლემას ცაცხვის, ცაიშისა და ურთას მოსახლეობას მოუგვარებს. სამუშაოები 2019 წელსაა დაგეგმილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი