ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ლატვიაში იმყოფება

ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ლატვიის ქალაქ ბაუსკაში პროექტ „პლატფორმას“ ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტი, ხაშურთან დამეგობრებული ქალაქ ბაუსკას ინიცირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ბაუსკასა და ხაშურში ხორციელდება. მასში მონაწილეობას იღებს მოლდოვას ქალაქ სოროკას დელეგაციაც.

ოფიციალურ მიღებას ბაუსკას მერმა არნოლდს ჟატნიექსმა უმასპინძლა. პროექტში ჩართული მხარეების გარდა, მიღებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ოფიციალური პირები, ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის წევრები, ლატვიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

პროექტის მონაწილე მხარეებმა მასში ჩართული მუნიციპალიტეტების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის შესახებ პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო სუხიაშვილმა. ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში მერიის წარმომადგენლების გარდა, შედიან განათლების სფეროს, ხელოვნების და ბიზნესის წარმომადგენლები, აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხეს.

„პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიხსნა - ბავშვთა ნახატების გამოფენა თემაზე „მრავალფეროვნება გვაერთიანებს - საქართველო და ლატვია“ ამჯერად უკვე საბოლოო სახით ბაუსკას მერიაშია წარმოდგენილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტიდან გამოფენაში მონაწილე 9 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები ლატვიის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციამ დააჯილდოვა. თითოეული ნორჩი ხელოვანი პრიზის სახით სამხატვრო აქსესუარების ნაკრებს მიიღებს.

ბაუსკას მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გურასპაშვილს განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და ბავშვთა ნახატების გამოფენის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

ხაშურის მუნიციპალიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბაუსკაში მთლიანად მხარდაჭერილია პროექტ „პლატფორმას“ მიერ. ვიზიტი გრძელდება და ის არაერთ საინტერესო ღონისძიებას მოიცავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს